ავიაკომპანია Georgian Airways-ი ინჟინრის, ავიატექნიკოსისა და საწყობის თანამშრომლის პოზიციებზე ვაკანსიას აცხადებს.

როგორც ავიაკომპანიის მიერ აღნიშნული ვაკანსიების აღწერაში წერია, საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;

ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Word, Excel);

სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი საავიაციო განათლება, ან იყოს საავიაციო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აეროპორტი

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა;

„ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@georgian-airways.com არაუგვიანეს 2024 წლის 20 იანვრისა და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან“, – განმარტავენ Georgian Airways-ში.