დუბაის ავიაკომპანია flydubai-მ ფლოტი გააფართოვა და 2025 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით 12 ახალი Boeing 737 MAX 8 ტიპის თვითმფრინავი მიიღო. შედეგად, ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდების საერთო რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.
ახალი თვითმფრინავების მიღება flydubai-ის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალი მიმართულებები დაამატოს და მგზავრების კომფორტი გააუმჯობესოს.
2025 წელს flydubai-მ უკვე დაამატა 11 ახალი მიმართულება, მათ შორის ანტალია, ელ-ალამეინი, დამასკო და პეშავარი. შემოდგომასა და ზამთარში კი ფრენების დაწყება ევროპის ოთხ დედაქალაქში იგეგმება: კიშინიოვში, იასში, ვილნიუსსა და რიგაში.
ავიაკომპანია აგრძელებს თვითმფრინავების მოდერნიზაციის პროგრამას. 2024 წლის დასაწყისიდან 23 Boeing 737-800 ტიპის თვითმფრინავს სალონის ახალი ინტერიერი დაუყენდა.
flydubai-ის თანამშრომელთა რაოდენობამ 6500-ს გადააჭარბა, რაც 2024 წელთან შედარებით 10%-ით მეტია.
მომავალი ზრდის უზრუნველსაყოფად ავიაკომპანიამ მფრინავების მოსამზადებელი პროგრამა Ab Initio MPL-იც დაიწყო.












