თამარ გუნდაძე, ავიაკომპანია Fly Jordan-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, დაუდგენელი მიზეზით საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის ნებართვას აღარ აძლევს ავიაკომპანია FLY JORDAN. ეს დიდი ოდენობით მატერიალურ ზიანს აყენებს როგორც ავიაკომპანიას, ასევე საქართველოს ეკონომიკას და, შესაბამისად, მოსახლეობას.
მორიგი ფრენა ავიაკომპანია Fly Jordan-ს და იორდანიულ კომპანიას DALLAS TRAVEL AND TOURISM საქართველოში (ბათუმში) 30 აგვისტოს აქვს დანიშნული. ამ დღეს საქართველოდან 150 მგზავრი ელოდება სამშობლოში დაბრუნებას და ამდენივე მგზავრი იორდანიიდან საქართველოში ტურისტულ ვიზიტს.
ავიაკომპანია Fly Jordan-ს ოფიციალური წარმომადგენელი მიმართავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციას, ნუ მიაყენებს ზიანს საქართველოს და მის მოსახლეობას.
ავიაკომპანია Fly Jordan-ს ჩარტერულ ფრენებს ახორციელებს იორდანიიდან (ამანი). წელიწადში 10 000 – მდე ტურისტი შემოჰყავს. მაგალითად, მიმდინარე წელს, კომპანიას 30 ჩარტერული ფრენა ჰქონდა და 5 000-მდე ტურისტი ჩამოიყვანა. საშუალო ხარჯი, რომელიც კომპანიამ გასწია საქართველოში ფრენების და ტურისტების განთავსებისთვის სცდება მილიონს და მკაფიოდ ხაზს უსვამს არსებული თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობას.
საკმაოდ მაღალია ეკონომიკური სარგებელი, რომელიც საქართველომ გადასახადების სახით მიიღო კომპანიიდან. გარდა ამისა, ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებულმა სასტუმროებმა, რესტორნებმა, ბარებმა, მაღაზიებმა, ტუროპერატორებმა და სხვა ტურისტული დანიშნულების მქონე ობიექტებმა მიიღეს შემოსავალი.
ამ ფაქტის მიმართ ყურადღების გამახვილებას გთხოვთ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოს სხვა პირებსაც. ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს, უნდა ცდილობდეს მოიზიდოს მეტი ქვეყანა და შემოიყვანოს მეტი ტურისტი. ფაქტია – სამოქალაქო ავიაციის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ფარულად და ყოველგვარი ოფიციალური განმარტების გარეშე, ხელი ეშლება ბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლას და მეტი რისკის ქვეშ დგება საქართველოში ტურიზმის განვითარება.
არის მოლოდინი, რომ მიმდინარე მოვლენას სამართლებრივი შედეგი თუ არ ექნება, იორდანიაც შეწყვეტს საქართველოში ფრენებს.
წყარო: https://netgazeti.ge