8 ივლისიდან სომხური ავიაკომპანია Armenia გიუმრი-მოსკოვი-გიუმრისა და გიუმრი-ბათუმი-გიუმრის საჰაერო ხაზზე გეგმავს ოპერირებას. როგორც ცნობილია სომხეთის ბაზარზე 2015 წელს რეგისტრირებული ავიაკომპანია  Armenia-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილია, რომელიც საქართველოში წლებია ფლობს ავიაკომპანია Georgian Airways-ს.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა ეხება  ქართულ ავიაკომპანიებსაც. ამ ფონზე, Georgian Airways-მა  Armenia-სთან ერთად გადაწყვეტილება მიიღო რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანის განხორციელებისათვის თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტული რეისები აემოქმედებინა.