პაპუა ახალი გვინეას ავიაკომპანია Air Niugini-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა, რომელიც ჩუუკის კუნძულების მიმართულებით ასრულებდა რეისს მიკრონეზიის წყლებში ავარიული დაშვება განახორციელა. ბორტზე სულ 36 მგზავრი იმყოფებოდა.
Pacific Daily News-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან 150 მეტრის დაშორებით წყალში ჩავარდა.
გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, 36 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი სამედიცინო შემოწმებას გადიან.