ავიაკომპანია Aegean Airlines-ი მგზავრებს ზამთრის სეზონზე მოგზაურობისთვის დიდ ფასდაკლებას სთავაზობს. ბილეთების შეძენა, რომელიც 50%-მდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, უკვე შესაძლებელია.
აქციის ფარგლებში, ბილეთების დაჯავშნა 3 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, ხოლო ფრენების განხორციელება — 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 31 მარტამდე. შეთავაზება მოქმედებს Aegean Airlines-ისა და Olympic Air-ის მიერ შესრულებულ ყველა პირდაპირ და დამაკავშირებელ რეისზე, როგორც საბერძნეთის, ასევე საერთაშორისო მიმართულებებით.
ფასდაკლების პროცენტული მაჩვენებელი მოგზაურობის პერიოდის მიხედვით განსხვავდება:
- 20-25% ფასდაკლება: 2025 წლის 15 სექტემბრიდან 9 ნოემბრამდე.
- 30% ფასდაკლება: 2025 წლის 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე.
- 20% ფასდაკლება: 2025 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 11 იანვრამდე.
- 50% ფასდაკლება: 2026 წლის 12 იანვრიდან 19 თებერვლამდე.
- 30-35% ფასდაკლება: 2026 წლის 20 თებერვლიდან 31 მარტამდე.
აღსანიშნავია, რომ ფასდაკლება არ ვრცელდება აეროპორტის მოსაკრებლებზე. შეთავაზება მხოლოდ ეკონომ კლასის ბილეთებზე მოქმედებს.












