ICAO-მ (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ​გამოაქვეყნა 2022 წლის ავიაციის უსაფრთხოების ანგარიში, რომელიც უზრუნველყოფს 2021 წლის გლობალური სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების მაჩვენებლების დეტალურ ანალიზს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უბედური შემთხვევები, წინა წელთან შედარებით 9.8%-ით ნაკლებია.

ავიაკატასტროფის რიცხვი 2021 წელს, 2020-თან შედარებით 66%-ით შემცირდა. ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი უცვლელი დარჩა და ოთხი შეადგინა.

 

„ეს შედეგები დადებითი და იმედისმომცემია. კიდევ ერთხელ ადასტურებს საჰაერო ტრანპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას,“-ასე გამოეხმაურა სამოქალაქო ავიაციის გამოქვეყნებულ მაჩვენებელს ICAO-ს გენერალური მდივანი.

 

მან ასევე დასძინა, რომ რეგულარული კომერციული ფრენების რაოდენობა 2021 წელს თითქმის 11%-ით გაიზარდა.  მილიონობით დამატებით რეისთან ერთად, რთულდება მომუშავე პერსონალის მოძიება, ავიაკომპანიები სხვა პრობლემებსაც აწყდებიან, მაგრამ მგზავრების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტია.