??? 1972 წლის 12 ოქტომბერს მომხდარ ავიაკატასტროფაზე უამრავი დოკუმენტური და მხატვრული ფილმია გადაღებული, გადარჩენილმა ურუგვაული კლუბის Old Christians-ის რაგბისტებმა კი არაერთი წიგნი დაწერეს. რაგბისტები მონტევიდეოდან სანტიაგოში კლუბ Old Boys-თან ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიფრინავდნენ, მაგრამ ყველაფერი სავალალოდ დასრულდა.
??? Fairchild FH-227D მოდელის თვითმფრინავი ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა და მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა, რაგბისტებმა ის თანხების დაზოგვის მიზნით იქირავეს. სულ ბორტზე 40 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
??? თვითმფრინავში საკვების მინიმალური დანაზოგი ჰქონდათ. ლაინერი სანტიაგოსთან სულ ახლოს იყო, როდესაც ციკლონში მოექცა, კლდეს შეეჯახა და ჩამქრალ ვულკანთან – ტინგუირირიკასთან ჩამოვარდა. ჩამოვარდნისას 12 ადამიანი დაიღუპა, მოგვიანებით მიღებული ტრავმებისგან და ზვავში კიდევ 16 მგზავრი გარდაიცვალა.
??? ასე დარჩნენ გადარჩენილები 3600 მეტრ სიმაღლეზე -40-გრადუსიან ყინვაში, თითქმის უსაკვებოდ – ამ პირობებში მათ 72 დღე-ღამე გაატარეს, გასათბობად ერთმანეთზე ეძინათ და რაც ყველაზე შემზარავია, შიმშილისგან რომ არ დახოცილიყვნენ, გარდაცვლილ მეგობრებს ჭამდნენ. მაშველებმა მათ შესახებ 2 რაგბისტის – ნანდო პარადოსა და რობერტო კანესის დახმარებით შეიტყვეს, რომლებმაც 10 დღე გაუსაძლის პირობებში იარეს, ფერმამდე ჩააღწიეს და ადგილობრივებს შველა სთხოვეს.
??? ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი სახელწოდებით Alive ამ თემაზე რეჟისორმა ფრენკ მარშალმა გადაიღო. ✈️✈️✈️
წყარო: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი