ავიაინციდენტი გუდაურში. 22 მარტს ავიაკომპანია “აერო ექსპედიშენის” ექსპლუატაციაში მყოფი AS350 B3 საჰაერო ხომალდი (რეგისტრაციის ნომერი 4L-EAA) გუდაურში მთაზე ავარიულად დაჯდა.
როგორც AviaNews-ს ავიაკომპანიაში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად, რომლის დროსაც ვერტმფრენში მხოლოდ პილოტი იმყოფებდა, არავინ არ დაშავებულა.
ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. საქართველოში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების შესწავლას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
“დეტალები მეც არ ვიცი. ფაქტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალური კომისია სწავლობს და დასკვნის შედეგად დადგინდება რა მოხდა.”,- განმარტავენ “აერო ექსპედიშენში”.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “აერო ექსპედიშენის” ვერტმფრენს გუდაურში მთაზე დაჯდომისას ინციდენტი შეემთხვა, რის შედეგადაც დაზიანდა ვერტმფრენი.