ერთ წელიწადში ავიაბილეთები 13.50%-ით გაძვირდა, ხოლო თვიურ ჭრილში 12.84%-ით.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის მარტში 2025 წლის მარტთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა ზუსტად 13.50%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, მარტში თებერვალთან შედარებით ავიაბილეთები 12.84%-ით გაძვირდა.
2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 პროცენტით განისაზღვრა.












