იაპონურმა ავიაკომპანია All Nippon Airways-მა (ANA) და კორპორაცია Sojitz Corporation-მა ახალი ავიაკომპანიის ANA Business Jet Co-ს დაფუძნების შესახებ განაცხადეს. კომპანია ძირითადად ჩარტერულ ავიარეისებზე იქნება ორიენტირებული.
„სიჩქარე, კომფორტი და კონფიდენცილურობა, აი რას მიიღებენ მგზავრი ჩვენი ბიზნეს-ჯეტიდან“, განაცხადა ANA Business Jet Co-ს გენერალურმა დირექტორმა ცზიუან კატაგირიმ.
ავიაკომპანია საწყის ეტაპზე ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და იაპონიის მიმართულებით გეგმავს ფრენებს.