თბილისის აეროპორტთან მდებარე ავიასაწვავის კომპლექსი ახალი სახელით აგრძელებს ოპერირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GBC ავრცელებს.
30 ოქტომბრიდან „ეარ ვისოლის“ საფირმო სახელი „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიაა“.
„ვისოლ ჯგუფმა“ ავიასაწავის კომპლექსი რუსული „როსნეფტის“ და დავით იაკობაშვილის „პეტროკასის“ შვილობილ GIG –ს (ყოფილი გალფ ავიაცია) გასული წლის შემოდგომაზე მიჰყიდა. გარიგების ღირებულება 21 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამ კომლექსიდან თვითმფრინავებისთვის ავიასაწვავის მიწოდება უახლესი ჰიდრანტის სისტემით ხორციელდება. ჰიდრანტის სისტემით ავიალაინერების გამართვა სპეციალური ტიპის მილსადენებითა და მაღალტექნოლოგიური დანადგარებით
ჰიდრანტის სისტემის პარალელურად კომპანია საჰაერო ხომალდების საწვავით გამართვას უახლესი ტიპის სხვადასხვა ტევადობის სპეცმანქანებით უზრუნველყოფს.
კომპანიის საკუთრებაშია ნავთობ-ტერმინალი, რომელიც განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ და მასში არსებული საწვავის რეზერვუარების საერთო ტევადობა შეადგენს 5500 ტონას.
აღსანიშნავია, რომ „როსნეფტმა“ 2017 წელს საქართველოს საცალო ქსელს 76.7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები მიაწოდა.