ავღანეთში ავიაკომპანია Ariana Afghan Airlines-ის თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ავღანეთს 1TV-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ავღანეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე სულ 83 მგზავრი იმყოფებოდა.
როგორც იუწყებიან, შემთხვევა ავღანეთის ცენტრალურ ნაწილში, ღაზნის პროვინციაში მოხდა.
Tolo News-ის ცნობით, აღნიშნული ტერიტორია დაჯგუფება “თალიბანის” მიერ კონტროლდება.
დაღუპულების ან ზოგადად ავიაკატასტროფის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.