ავღანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ქაბულის საჰაერო სივრცეში სატრანზიტო რეისების გაკონტროლება ვერ მოხერხდება და ტრანზიტით მოძრავ თვითმფრინავებს ურჩია, სხვა მარშრუტით ისარგებლონ.
გაერთიანებულმა ავიახაზებმა, ბრიტანულმა ავიახაზებმა და Virgin Atlantic– მა უკვე შეწყვიტეს ავღანეთის საჰაერო სივრცის გამოყენება მას შემდეგ, რაც თალიბებმა ქაბულში პრეზიდენტის სასახლე აიღეს.
ავიაკომპანიები და ხელისუფლებები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ კონფლიქტის ზონების საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში ორი ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა.
საუბარია 2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოგდებაზე, რასაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 2020 წელს ირანელი სამხედროების მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: ipn.ge