ავიაკომპანია Austrian Airlines-ის თვითმფრინავი ფრენიდან ორი საათის შემდეგ იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო. ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც დადგინდა, რომ ბორტზე რვა ტუალეტიდან ხუთი არ მუშაობდა. ამის შესახებ The Guardian წერს.
Boeing 777 რვასაათიანი ფრენას ასრულებდა ვენა-ნიუ-იორკის მიმართულებაზე და ბორტზე დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.
ეკიპაჟმა აფრენის აეროპორტში დაბრუნება ტექნიკური პრობლემის დაფიქსირებისთანავე გადაწყვიტა, აღნიშნა ავიაკომპანიის სპიკერმა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა ადრე Austrian Airlines-ის ფრენებზე არ დაფიქსირებულა. თვითმფრინავი შეკეთდა და უკვე დაბრუნდა ექსპლუატაციაში, დასძინა სპიკერმა.
დაზარალებული მგზავრები კი სხვა რეისებზე გადაანაწილეს.