Austrian Airlines-მა საკუთარი თვითმფრინავების ინსპექტირებისათვის დრონების გამოყენება დაიწყო, რომელიც თავის მხრივ ფრანგული სტარტაპის Donecle-ს მიერაა შექმნილი. დრონები თვითმფრინავის მთლიან კორპუსს შეამოწმებენ და მარტივად აღმოაჩენენ ნებისმიერ გარე დაზიანებას თუ სტრუქტურულ ცვლილებას.
ამ გზით კი კომპანიამ შეძლო შემოწმების დროის შემცირება, რომელის მთლიანობაში 10 საათს გრძელდებოდა.
დრონების გამოყენება ანგარში ტექნიკური თანამშრომლის ზედამხედველობით ხდება. დროენები აღჭურვილია მაღალი სტანდარტის კამერებით, რომელიც კომპიუტერს უმაღლესი ხარისხის ფოტომასალას აწვდის. ამის შემდეგ ამ ფოტოების ანალიზი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ხდება, რაც უმალვე ახდენს ხარვეზის დადგენას.
ასევე სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოების შესწავლით ხარვეზის დადგენა ავიაკომპანიის თანამშრომლებსაც მარტივად შეუძლიათ.
დღეისათვის Austrian Airlines-ი დრონებს Airbus-ის ტიპის თვითმფრინავების შემოწმებისთვის იყენებს, სამომავლოდ კი მათი გამოყენება Embraer-ებზე მოხდება.