AtlasGlobal-ს ისევ პრობლემები აქვს. თურქული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ გარკვეულ მიმართულებებზე ავიარეისები ისევ გააუქმა.
Turizm Guncel-ი წერს, რომ რეისების გაუქმების მიზეზი ავიაკომპანიის ფინანსური პრობლემები და დაბალი დატვირთულობაა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბოლოს თურქულმა ავიაკომპანია AtlasGlobal-მა ფინანსური პრობლემების მიზეზით, 26 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე ფრენები ყველა მიმარულებით შეაჩერა.