თურქეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა ადმინისტრაციამ ავიაკომპანია AtlasGlobal-ს ბიზნესის გადასარჩენად საჭირო ფინანსური გეგმის წარსადგენად 15 დღიანი ვადა მისცა. მარეგულირებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მას შემდეგ რაც AtlasGlobal-ი “გადარჩენის” გეგმას წარადგენს, მარეგულირებელი ავიაკომპანიის ფინანსურ აუდიტს განახორციელებს. თუ კი ავიაკომპანიაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მაშინ AtlasGlobal-ს ფრენების 3 თვით შეჩერება მოუწევს.
არსებული ფინანსური მაჩვენებლების ფონზე ავიაკომპანიამ ხელფასის გადახდა ვეღარ შეძლო და იძულებული გახდა 150 თანამშრომელი დაეთხოვა, მათ შორის იყვნენ ეკიპაჟის წევრებიც.