მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი – 1 ივლისიდან ვროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით შეასრულებს.
ივნისში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა: ბუდაპეშტი, გდანსკი, კატოვიცე, რიგა, ვილნიუსი, ვარშავა, დორტმუდი. არსებული მიმართულებები გაგრძელდება და ჯამში Wizz Air ფრენებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით, კვირაში 24-ჯერ განახორციელებს.
„საქართველო Wizz Air-სთვის ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ავიაკომპანია, პანდემიის მიუხედავად, ანახლებს ბაზას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და საქართველოს მოსახლეობას ევროპის მიმართულებით ყველაზე დაბალ ბიუჯეტიან ფრენებს სთავაზობს. ქუთაისში Airbus A320 ტიპის ავიახომალდი იქნება ბაზირებული. Wizz Air-ის ბაზის დაბრუნება ქართული ტურიზმის სექტორისთვის ნამდვილად დიდი სტიმული იქნება, ასევე ხელს შეუწყობს საავიაციო სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, შეიქმნება დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი და ისევ შევძლებთ, ადამიანებს ხელმისაწვდომი მოგზაურობის შანსი დავუბრუნოთ“ – განაცხადა ანდრაშ რადომ, Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.
Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი
ავაიაკომპანიაა. იგი 140 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2021 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა.
Wizz Air ახლახანს airlineratings.com-მა მსოფლიოს 10 ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის დაასახელა, ხოლო ATW-მ 2020 წელს წლის ავიაკომპანიის ტიტული მიანიჭა. Wizz Air-ს World Finance Magazine-სგან ავია ინდუსტრიაში 2021 წლის ყველაზე მდგრადი კომპანიიის წოდება ერგო. ავიაკომპანიის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.