ჯაბა ფუტკარაძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო თანამშომლობის მზაობა გამოთქვა.
სტუმრებმა ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებზე, კანონმდებლობაზე და აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე საუბარი აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს შეეხო. უნგრეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებმა აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების ინტერესი გამოთქვეს. მხარეები უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროექტების განხორციელების საკითხს განიხილავენ.
მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრას ზალას ოლქის(უნგრეთი) სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ფორენც მაზაგი, მოადგილე ზაბო ანტალი და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თამაზ შავაძე ესწრებოდნენ.
ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.