ჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევაზე ცნობილი საერთაშორისო კომპანია იმუშავებს.?
?✔აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თორნიკე კუჭავამ და მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტის“ წარმომადგენელმა შტეფან კლოსმა ხელშეკრულებას გომარდულში მოაწერეს ხელი.
➡კომპანიამ აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა მოამზადოს.
➡თორნიკე კუჭავამ, კომპანიის წარმომადგენლებთან და შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა ლოკაცია დაათვალიერა.
➡აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.
➡აჭარაში განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ტერიტორიებზე, ზამთრის და ზაფხულის სპორტის სახეობების იდენტიფიკაცია განხორციელდება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის (feasibility study) შედეგების საფუძველზე, შერჩეულ ლოკაციებზე სპორტული ტურიზმის განვითარების კომპლექსური სამოქმედო გეგმა შეიქმნება.
➡კონცეფციის თანახმად, ტერიტორიების ზონირება და მათი კონცეპტუალური დიზიანის მომზადება განხორციელდება.
?➡სპორტული ტურიზმის განვითარების მიზანი აჭარის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორის – ტურიზმის დივერსიფიკაციაა.
↪მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტს“ საქმიანობის 54 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში 2000-ზე მეტი პროექტის ავტორია, მათ შორის:
მიუნჰენის პარკისა და სტადიონის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, მიუნჰენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სპორტული კომპლექსი, ჰამბურგისა და აბუდაბის სპორტის განვითარების სამოქმედო გეგმა, ახალი საფეხბურთო მოედანი – ალიანს არენა მიუნჰენში, ოლიმპიური ქალაქის ურბანული დაგეგმარება ყაზახეთში და სხვა.