ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ვერტმფრენის მფლობელი “აჭარა ჯგუფი”.

დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა აჭარა ჯგუფის კუთვნილი ვერტმფრენი ავიატორი. უბედური შემთხვევისშედეგად გარდაცვლილია პილოტი და აჭარა ჯგუფის ორი თანამშრომელი.

კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.  „აჭარა ჯგუფი” სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.