თურქიეს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილი მოიერიშე ვერტმფრენის ATAK-ის პირველი ექსპორტი ფილიპინებში განხორციელდა.
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გადაცემის ცერემონიალზე მონაწილეობის მიმღებმა, თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა აქ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენ შევქმენით ჩარჩო მეგობრობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ამ მიზნის ეფექტურად განსახორციელებლად მე ვთავაზობ მალაიზიას, თავდაცვის ინდუსტრიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის ჩატარებას თურქიეში ან მანილაში“. ისმაილ დემირმა ასევე სოციალურ ქსელ Twitter-ზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნა: „თავდაცვის ინდუსტრიის კიდევ ერთი საამაყო დღე. მოიერიშე ATAK-ის ვერტმფრენებს საზღვარგარეთ პირველად ვაწვდით ფილიპინებს“.
საკითხთან დაკავშირებით ფილიპინების თავდაცვის მინისტრმა დელფინ ლორენზანამ განაცხადა, რომ მოიერიშე ვერტმფრენი ATAK-ი მხარს დაუჭერს მის ქვეყანას ტერორიზმთან ბრძოლაში.