Boeing 737-ი, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Southwest Airlines-ის საკუთრებაა ოსტინის აეროპორტში დაფრენის შემდეგ ადამიანს დაეჯახა. საავიაციო ინციდენტი ასაფრენ/დასაფრენ ზოლის 17R მონაკვეთზე მოხდა 

Southwest Airlines- ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკიპაჟი შეეცადა შეჯახება მანევრირებით თავიდან აეცილებინა, ინციდენტის შესახებ აცნობეს ავიამეთვალყურესაც და მითითების მიღების შემდგომ დაიძრა სადგომისკენ

ასაფრენ/დასაფრენი ზოლი ფრენებისთვის დროებით დაიხურა, რადგანაც მასზე გარდაცვლილი იპოვეს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თავის მხრივ Southwest Airlines-მა განაცხადა, რომ გამოძიებასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.