აშშ-ში აიოვას შტატში სერიოზული საარკინიგზო ავარია მოხდა. მატარებლის მოძრაობისას ხიდი ჩაინგრა და სატვირთო შემადგენლობა მდინარეში აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, მდინარეში სულ 20 ვაგონი ჩავარდა. სატვირთო მატარებლით ქვიშა გადაჰქონდათ.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.