ვაშინგტონი ცდილობს გავლენა მოახდინოს ანკარაზე, რათა შეაჩეროს რუსული ავიაკომპანიების ფრენები ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით თურქეთამდე და თურქეთიდან. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

მოლაპარაკებების შესახებ ცნობილი გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით გახდა. გასულ თვეში, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა თურქეთი იმ შედეგებზე გააფრთხილეს თუ მისი სტრუქტურები რუსულ (ისევე, როგორც ბელარუსულ) გადამზიდავებს გაუწევენ ისეთ მომსახურებას როგორიცაა თვითმფრინავების საწვავის შევსება და სათადარიგო ნაწილების მიწოდება. შესაძლო სანქციები მოიცავს ჯარიმებს, საექსპორტო პრივილეგიების დაკარგვას, თავისუფლების აღკვეთას და ა.შ.

WSJ აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია თურქულ მხარეს ვაჭრობის მინისტრის თანაშემწემ ტეა როზემან კენდლერმა მიაწოდა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გასული წლის დეკემბერში იმყოფებოდა. სამინისტროში გამოცემას კენდლერის ვიზიტის დეტალები არ გაუმხილეს, მაგრამ აღნიშნეს, რომ ისინი მუშაობენ უცხოურ ავიაკომპანიებთან, რათა აკონტროლონ აშშ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვების დაცვა რუსეთის, ბელარუსის და ირანული თვითმფრინავების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა Boeing-მა რუსეთში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება 2022 წლის მარტის დასაწყისში შეწყვიტა.