აშშ-ში ავიამგზავრებს ბორტზე გარკვეული სახეობის MacBook Pro-ს ატანა აეკრძალათ. აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებამ (FAA) თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ზოგიერთი მოდელის ატანა აკრძალა, რაც თავის მხრივ MacBook Pro-ს მწარმოებელი კომპანია Apple-ს მიერ პროდუქციის უკან გაწვევას უკავშირდება. მიზეზი კი ნოუტბუკის ბატარეის ხარვეზია.
შეზღუდვის დაწესების შესახებ FAA-მ ავიაკომპანიები უკვე გააფრთხილა, რომლებიც თავის მხრივ საკუთარ მგზავრებს გააფრთხილებენ.
როგორც უკვე ცნობილია, ივნისში Apple-მა 15-დიუმიანი MacBook Pro-ს ნაწილი უკან გაიწვია, რადგანაც მისი ბატარეები შეიძლება გადახურდეს და ხანძარი გამოიწვიოს.
ნოუტბუკების, რომლის უკან გაწვევა თავად მწარმოებლის მიერ ხდება, გაყიდვაში 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე იყო.