ჩრდილოეთ კაროლინაში, შარლოტა დუგლასის აეროპორტში სადამკვირვებლო მოედანი გაიხსნა. აქედან შეგიძლიათ იხილოთ აეროდრომი, ტერმინალი და ჰორიზონტი. იქვე არის საბავშვო მოედანიც.
სადამკვირვებლო მოედანი თითქმის 56 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. მისი მონახულება უფასოდ შეგიძლიათ. მოედანზე არის კვების და საპიკნიკე ადგილები.
ობიექტთან ახლოს არის პარკინგი, ტუალეტები, ველოსიპედის სადგმი და ადგილები შინაური ცხოველებისთვის.
ადგილზე ასევე განთავსებულია USAir 1016-ის მემორიალი, რომელიც 1994 წელს აეროპორტში დაშვების მცდელობისას შეეჯახა საცხოვრებელ კორპუსს.