ამერიკული ავიაკომპანიები, რომლებიც უკვე ებრძვიან პილოტების და სათადარიგო ნაწილების დეფიციტს, კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგანან: ესაა ახალი თვითმფრინავების დეფიციტი Boeing-ისა და Airbus-ის მიწოდების შეფერხების ფონზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journals-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავის მწარმოებელი კომპანიები აყოვნებენ ახალი ვიწრო ტანის თვითმფრინავების მიწოდებას, რომლებიც ხშირად გამოიყენება აშშ-ს შიდა ფრენებზე და სხვა მოკლე მანძილებზე. ამასთან დაკავშირებით, ავიაკომპანიებს არ შეუძლიათ გაზარდონ ფრენების რაოდენობა, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა და დაგეგმონ თავიანთი განრიგი, აცხადებენ კომპანიების ტოპ მენეჯერები და ინდუსტრიის წარმომადგენლები.