ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ძალების (CENTCOM) სარდლობამ განაცხადა, რომ ერბილისკენ მიმავალი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას trt.net.tr ავრცელებს.
(CENTCOM) სარდლობამ წერილობითი განცხადება გააკეთა ერაყის ჩრდილოეთზე თავდასხმასა და ირანის კუთვნილ ჩამოგდებულ უპილოტო საფრენ აპარატზე. განცხადებაში ნათქვამია: ”(ადგილობრივი) დროით 14:10 საათზე აშშ-ს ძალებმა ჩამოაგდეს ირანული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მიემართებოდა ერბილისკენ.” იქვე აღნიშნულია, რომ ეს უპილოტო საფრენი აპარატი ასევე საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს ცენტრალურ ძალებს.
მეორეს მხრივ, განცხადებაში დაგმეს ირანის რევოლუციური გვარდიის თავდასხმა ერაყის ქალაქ ერბილზე.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ასეთი თავდასხმები მიმართულია რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.
ირანმა რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოაწყო ერაყის ჩრდილოეთში Komele-ს, IKDP-სა და PAK-ის შტაბ-ბინებზე. ერაყის ქურთული რეგიონალური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა სამან ბერზენჩიმ განაცხადა, რომ ირანის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.