ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანული ავიაკომპანიების კუთვნილ სამ სატვირთო თვითმფრინავ „ბოინგ-747“-ს, რომლებითაც აშშ-ის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთში სანქციების გვერდის ავლით ტვირთი ჩაჰქონდათ, მათ შორის ელექტრონული მოწყობილობები. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითმფრინავები ეკუთვნის ირანულ ავიაკომპანიებს Iran Air-ს, Mahan Air-სა და Qeshm Fars Air-ს. მედიასაშუალების ცნობით, ეს არის იდენტიფიცირებული პირველი სამი ირანული თვითმფრინავი.

ამჟამად აშშ-ის ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის სასანქციო სიაში სულ 183 თვითმფრინავი ჰყავს შეყვანილი.

 

წყარო: 1tv.ge