Emirates Boeing 777-300ER photographed on August 17, 2015 from Wolfe Air Aviation's Lear 25B.

აშშ-ს ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში ფრენების გამო ავიაკომპანია Emirates-ი 0,4 მლნ დოლარით დააჯარიმა. საუბარია კომპანიის მიერ 2019 წელს განხორციელებულ ფრენებზე. 

აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) განცხადებით, 2019 წლის ივლისში 19 დღის განმავლობაში Emirates ასრულებდა ფრენებს ირანის საჰაერო სივრცეში, მიუხედავად აშშ-მ საომარი მოქმედებებისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადა. 

საპასუხოდ Emirates-მა განაცხადა, რომ პრობლემა “უნებლიე უყურადღებობის” შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ “ინტერესებიდან გამომდინარე საკითხის მოგვარებაზე შეთანხმდნენ”.