შეერთებული შტატები სამ რუსულ ავიაკომპანიას, მათ შორის Aeroflot-ის შემადგენლობაში მყოფ კომპანიას, ამერიკული ნაწილებისა და მომსახურების მიღებას უკრძალავს.

Pobeda, Nordwind Airlines- და S7 Airlines-ი, სამი უმსხვილესი გადამზიდავი Aeroflot-ის შემდეგ – არის უახლესი კომპანიები, რომლებსაც შეეხო სააღსრულებო ზომები კომერციის დეპარტამენტისგან ექსპორტის კონტროლის დარღვევისთვის, რომელიც დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ზომები რვამდე გაზრდის იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობას, რომლებიც მოწყვეტილი არიან ნაწილების, კომპონენტებისა და ტექნიკური მომსახურებისგან, რაც მათ ოპერაციების შესანარჩუნებლად ესაჭიროებათ.

წყარო: ბიზნესფორმულა