აშშ-ის ქალაქ ნიუ ორლეანში, ლუის არმსტრონგის საერთაშორისო აეროპორტში მტვირთავი (ქალი) დაიღუპა. როგორც უცხოური მედია წერს, მას თმა ბარგის კარუსელში ჩაჰყვა.
ირკვევა, რომ ქალი აეროპორტში ჩამოფრენილი თვითმფრინავის ბარგის განყოფილებას ტვირთავდა, როცა ერთ მომენტში მას თმა ლენტაში ჩაეჭედა. აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ხაფმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თანამშრომელი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.
„რაც აქამდე ვიცით, არის ის, რომ მისი თმა ჩამტვირთველის მექანიზმში იყო ჩახლართული… გული გვტკივა და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს ვუჭერთ მის ოჯახს და მეგობრებს“, – განაცხადა მან.