აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციას (TSA) ახალი პოლიტიკა აქვს, რომელიც მგზავრებს აეროპორტებში ფეხსაცმლის გახდის ვალდებულებისგან ათავისუფლებს — წესის შემოღებიდან თითქმის 20 წლის შემდეგ.

ახალი წესი ძალაში 13 ივლისიდან შევიდა და თავდაპირველად მხოლოდ შერჩეულ მსხვილ აეროპორტებში გავრცელდება. TSA მიზნად ისახავს ნორმის ეტაპობრივად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.

შესაბამისად ამიერიდან აეროპორტებში ფეხსაცმლის გახდა საჭირო აღარ იქნება, თუ მეტალოდეტექტორი არ ჩართავს სიგნალს TSA აგრძელებს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც ამ ცვლილების შესაძლებლად აქცევს

ფეხსაცმლის შემოწმების მოთხოვნა 2006 წელს შემოიღეს, 2001 წლის “ფეხსაცმლის ბომბის” შემთხვევის შემდეგ, როდესაც ტერორისტმა რეისზე ასაფეთქებელი ნივთიერება ფეხსაცმლით შეიტანა, თუმცა აფეთქება ვერ მოახერხა.
2011 წლიდან გამონაკლისი წესები დაწესდა 12 წლამდე ბავშვებისა და 75 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის.