სომხურმა ავიაკომპანია Armenian Airlines-მა 11 აგვისტოდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით დაიწყო ფრენები.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ერევანსა და ბათუმს შორის ფრენები კვირაში 2 ფრენის სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს განხორციელდება.