სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines 7 აპრილიდან ფრენებს აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ საჰაერო ფლოტის განახლებასა და ახალი თვითმფრინავების შეძენას უკავშირდება.
განცხადებაში, გადამზიდავი ამბობს, რომ ახალი თვითმფრინავების შეძენა მნიშვნელოვანია ავიაკომპანიის განვითარებისა და ახალი მარშრუტების გახსნისთვის.
„ყველა მგზავრს, ვინც 6 აპრილის შემდეგ დაჯავშნა ან შეიძინა ბილეთები, ვთხოვთ დაუკავშირდნენ ორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც შეიძინეს ბილეთები ბილეთის ფასის სრულად დასაბრუნებლად. თუ ბილეთი შეძენილია სომხური ავიახაზების ვებსაიტზე, უნდა გამოაგზავნოთმოთხოვნა ელექტრონული ფოსტით help@armenianairlines.am, ბილეთის მიმაგრებით და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ფრენების აღდგენის თარიღი არ არის მითითებული.