სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines-ი ერევანსა და ბათუმს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლებს. 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Armenian Airlines-ი ბათუმის მიმართულებით პირველ ფრენას 1 მაისს შეასრულებს.
ერევანი-ბათუმი-ერევნის საჰაერო ხაზზე Armenian Airlines-ი ფრენები კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანია სომხეთის დედაქალაქიდან საქართველოს შავიზღვისპირეთში ფრენებს ყოველ ოთხშაბათს და კვირას განახორციელებს.