სომხური ავიაკომპანია Armenian Airlines-ი ახალი წლის პერიოდში ერევანი-ბათუმი-ერევანის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას. ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისები 26 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით შეასრულებს.

ფრენის ხანგრძლივობა 1 საათი 5 წუთია.

Armenian Airlines-ში ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვიდან მგზავრებს ასევე შეუძლიათ ბათუმამდე ადვილად მისვლა შერემეტევოს საერთაშორისო აეროპორტიდან ერევნის გავლით კომფორტული სატრანზიტო ფრენების წყალობით.

„ფრენების დაწყება ასევე კარგი შესაძლებლობაა ქართველი ტურისტებისთვის ერევანში დასვენებისთვის“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.