სომხური ავიაკომპანია Armenia Airways-ი საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შედის. ავიაკომპანიის სატვირთო თვითმფრინავი – Boeing 737-300SF ამჟამად რეგისტრაციას გადის.
ავიაკომპანიის ცნობით, რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა და პროცესი გრძელდება.
Armenia Airways-ი ბაზირებულია ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში.ავიაკომპანია 2013 წელს დაარსდა, მაგრამ აქტიური ფუნქციონირება 2018 წელს დაიწყო. დღეისათვის მისი ფლოტი ორი სამგზავრო Boeing 737-300-გან შედგება.