საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპირებს სომხური ავიაკომპანია Armenia Airways-იც. ავიაკომპანია ერევანსა და თბილისს შორის ფრენებს 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განიხილავს. წინასწარი ინფორმაციით, Armenia Airways-ი ერევანი-თბილისი-ერევნის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 2 სიხშირით გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე ოპერირებს ერთი სომხური ავიაკომპანია Aircompany Armenia. მალე კი საქართველოსა და სომხეთს შორის ფრენებს Flyone Armenia დაიწყებს. 

ავიაკომპანია Armenia Airways-ი 2013 წელს დაფუძნდა, ხოლო აქტიური ოპერირება 2018 წლიდან დაიწყო. დღეისათვის Armenia Airways-ს ავიაპარკი 4 საჰაერო ხომალდს აერთიანებს.