დღეიდან თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორების, რომლებიც არიან – ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საემიროების და ბაჰრეინის მოქალაქეები ან რეზიდენტები და საქართველოში საჰაერო გზით შემოვლენ. 

29 იანვარს გამართული საკოორდინაციო ჯგუფის სხდომის შემდეგ, ნაკლები ქვეყანა გაჟღერდა, მთავრობის №139 განკარგულებაში კი შედარებით მეტი ქვეყანა მოხვდა, რომელღაც აღნიშნული გამარტივებული რეგულაცია ეხებათ.

მაშ ასე, დღეიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე საქართველოში შემოსვლისას თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება თუ:

ა) ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ამავე ქვეყნებიდან (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობისათვის მესამე ქვეყნების გამოყენების შემთხვევაშიც).

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირებს აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია და ექვემდებარებიან 12 დღით საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

ასევე, მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე პსეციალური ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.