საუდის არაბეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და კატარის სამეფო ოჯახის წევრმა პაკისტანში ნადირობისათვის 200 ათასი დოლარი გადაიხადეს. რეალურად, პრინცებმა აღნიშული თანხა პაკისტანში ნადირობისათვის საჭირო ნებართვის მოპოვებისათვის გადაიხადეს.

ამიერიდან სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შეუძლიათ პაკისტანის პროვინცია პენჯაბში გარკვეულ ტერიტორიებზე ინადირონ. ნებართვა 10 დღიანია და ნოემბრიდან თებერვლამდე პერიოდს მოიცავს და მის ფარგლებში პრინცებს 100 ფრინველის მოკვლა შეუძლიათ. თუმცა თუ მათი ნადირობა 10 დღეზე მეტს გასტანს, მაშინ მათ დამატებით 100 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

ნადირობის ნებართვის გაცემიდან შემოსული თანხა კი მთლიანად პენჯაბში იქნება ინვესტირებული, უფრო კონკრეტულად კი თანხა ფრინველთა გარკვეული სახეობის გადარჩენისათვის დაიხარჯება.