ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილისტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაცსინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარირეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაცექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიკობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა

პრემიერის თქმით,  ხელისუფლების სურვილია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტულიხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის დაჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ აშშ-ის ახალიადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას,რაც ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენგვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილისტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელსაცსინამდვილეში არ ჰქონდა არავითარი შინაარსი. ჩვენ გვინდა, თვისებრივად გადავტვირთოთურთიერთობები და გვინდა დავიწყოთ საუბარირეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაცექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენიწარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულპარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებითისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის მაგალითადასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდავიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმაპარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ასევესაქართველოს და როგორი უნდა იყოს ამსტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახებიშედეგები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანიჩვენთვის. ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილისტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალურისტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულიგზამკვლევით. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზედავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან დაიმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდებაწარმატებით და ჩვენ თვისებრივადგადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსადა აშშ-ს შორის. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობისგაგრძელებას. ჩვენ დღეს არ გვაქვს არც უვიზომიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომსტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტულიხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენთვის დაჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამაზე გვინდააქტიურად საუბრების დაწყება ამერიკის ახალადმინისტრაციასთან. ასევე ჩვენ გვჭირდებაშეთანხმება ღირებულებებზე – სტრატეგიულიპარტნიორობა უნდა იყოს პირველ რიგშიღირებულებებზე დაფუძნებული. ჩვენ გვაქვსსაფუძვლიანი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციაარ დაგვიყენებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიცთვისებრივად ეწინააღმდეგება ჩვენისაზოგადოების ღირებულებებს. ვფიქრობთ, რომაქაც არის სერიოზული თანხვედრა ახალადმინისტრაციასთან და ესეც გვაძლევსოპტიმიზმის საფუძველს  “, – განაცხადა პრემიერმა.