2022 წლის აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცის 2,57%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, აპრილის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის  9 306-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 44,44%-ით მეტია 2021 წლის აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 264,80%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცეში 6 443 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში  2 551 გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის აპრილში) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 9 551-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.