2021 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა 5,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 6,1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (24,9 ათასი ტონა) და 4,2 ათასი ტონით ანუ 420%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,0 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 65,4% (3,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,5% (0,6 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,6% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 9,6% (0,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 3,8% (0,2 ათასი ტონა) – იტალიიდან.

2021 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 16,2 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 16,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,5 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 63,6%  (10,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 11,7% (1,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 9,2% (1,5 ათასი ტონა) – იტალიიდან, 6,2% (1,0 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან; 6,2% (1,0 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 3,1% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან.