მიმდინარე წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი იყო პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიებს სწრაფად შეძლებოდათ აღდგენა.
„განთავსების საშუალებების და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს ძალიან სწრაფი აღდგენის ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღდგენისთვის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.