United Airlines-ის თანამშრომელმა სოციალურ ქსელში განათავდა ინფორმაცია, რომელიც საბოლოოდ ავიაკომპანიის კლიენტთა კომფედენციალური ინფორმაცია აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, ავიაკომპანიის კლიენტებიდან საკუთარი თანამშრომლების ავიაგადაადგილებისათვის ყველაზე მეტს Apple ხარჯავს, რომელიც United Airlines-ს თანამშრომლების გადაყვანისათვის წელიწადში 150 მლნ დოლარს უხდის.

ირკვევა რომ ამ თანხის მეოთხედი ($35 მლნ)  ძირითადად სან-ფრანცისკოდან შანხაის მიმართულებით გადაადგილებისათვის იხარჯება. Apple აღნიშნულ მიმართულებაზე ყოველდღიურად ბიზნეს კლასის 50 ბილეთს ყიდულობს.

სან ფრანციქკო-შანხაის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა იხარჯება სან ფრანცისკოდან ჰონგ კონგის, ტაიბეის, ლონდონის, ინჩხონის, სინგაპურის, მიუნხენის, ტოკიოს, პეკინისა და თელ ავივის მიმართულებებზე.

რაც შეეხება United-ის სხვა კორპორატიულ კლიენტებს ისინი გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ. მაგალითად Facebook-სა და Google-ს თანამშრომელთა ავიაგადაადგილება 34-34 მლნ დოლარი უჯდებათ.