აფრიკული ავიაკომპანია Air Côte d’Ivoire ევროპის მიმართულებით პირველ რეისებს იწყებს. გადამზიდველის ფრენები საფრანგეთის დედაქალაქში უკვე შემოდგომაზე დაიწყება.

ავიაკომპანია აბიჯანის ფელიქს უფუე-ბუანის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ-დე-გოლის აეროპორტს დააკავშირებს. რეისები ყოველდღიურად, 18 სექტემბრიდან Airbus A330-900 ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება. ამ მარშრუტზე ფრენებს უკვე ახორციელებს Air France-ი.

ავიაკომპანია Air Côte d’Ivoire-ის განცხადებით, პარიზის რეისებზე 242 ადგილი ოთხ კლასში: პირველი კლასი, ბიზნეს-კლასი, პრემიუმ-ეკონომიკური და ეკონომიკური კლასი იქნება წარმოდგენილი.

თვითმფრინავის შესაძენად დაფინანსება აფრიკაში ეკონომიკური განვითარების არაბულმა ბანკმა უზრუნველყო, რომელმაც 76.6 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოყო, ასევე დასავლეთ აფრიკის განვითარების ბანკმა. ამ პაკეტის ფარგლებში მეორე A330-900-ის შეძენაც იგეგმება.

ამჟამად, Air Côte d’Ivoire-ის რეგიონული ქსელი დასავლეთ აფრიკაში 29 პირდაპირ მარშრუტს მოიცავს, რომელთაგან 22 საერთაშორისოა.

2012 წელს დაარსებული ავიაკომპანია 12 ვიწროფრთიანი თვითმფრინავისგან შემდგარი ფლოტით ოპერირებს. მოსალოდნელია, რომ ორი A330-900-ით ფლოტის შევსება მას ნიუ-იორკის, ლონდონის, ჟენევისა და ვაშინგტონის მსგავს ქალაქებში ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას მისცემს.