აფრიკის კონტინენტზე უდიდესი საერთაშორისო აეროპორტი ეთიოპიაში აშენდება. ადგილობრივმა ავიაკომპანია Ethiopian Arlines-მა უკვე გააფორმა შესაბამისი შეთანხმება DAR საკონსულტაციო ჯგუფთან. ობიექტის დასრულება 2029 წელს იგეგმება.
„მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპი მინიმუმ 6 მილიარდი დოლარი დაჯდება“, – თქვა მესფინ ტასეუმ, Ethiopian Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
აეროპორტი ქალაქ ბიშოფტუში 35 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება, ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებადან დაახლოებით 45 კილომეტრში. მის დიზაინზე დუბაიში დაფუძნებული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Sidara იზრუნებს. უკვე ცნობილია, რომ აეროპორტს ულტრათანამედროვე დიზაინი ექნება.
ახალი კერა ოთხი ასაფრენი ბილიკით 270 თვითმფრინავს დაიტევს და წელიწადში 100 მილიონ მგზავრს მოემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი აეროპორტის აშენების გეგმები პირველად 2018 წელს გამოცხადდა, პროგრესი პანდემიის გამო საკმაოდ ნელი იყო.
პროექტის განხორციელება Ethiopian Airlines-ს საშუალებას მისცემს მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო 10 საუკეთესო ავიაკომპანიაში, ამბობს DAR ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ტარიქ ალ-კანი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ავიაკომპანიამ 17 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.